“თალიბანი” ჟურნალისტებს დევნის – მოკლულია Deutche Welle-ს ჟურნალისტის ნათესავი

ტელეკომპანია Deutche Welle-ს ინფორმაციით, ავღანეთში მათი ჟურნალისტის ერთი ნათესავი მოკლეს, კიდევ ერთი მძიმედ არის დაჭრილი. ჟურნალისტის სხვა ნათესავები “თალიბანს” ემალებიან.

მედიასაშუალებაში ამბობენ, რომ ,,თალიბები,, მათ ჟურნალისტს ეძებდნენ, რომელიც ამჟამად უკვე გერმანიაში იმყოფება.

„დოიჩე ველეს“ გენერალურმა დირექტორმა, პეტერ ლიმბურგმა მკვლელობა მკაცრად დაგმო და გერმანიის მთავრობას გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ჩვენი ჟურნალისტის ნათესავის მკვლელობა „თალიბანის“ წევრების მიერ აჩვენებს, თუ რამდენად სახიფათოა ავღანეთში ჟურნალისტებისა და მათი ნათესავები ყოფნა“, – ამბობენ „დოიჩე ველე”-ში.

მათივე ინფორმაციით, ქაბულსა და პროვინციებში, სულ მცირე, სამი მედიაკომპანიის წარმომადგენლების ნეთესავების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.

„დოიჩე ველე“ და სხვა გერმანული კომპანიები მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, სპეციალური ვიზები გასცეს ავღანელი ჟურნალისტებისა და მათი ნათესავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები