Der Spiegel: გერმანიის დაზვერვა ჯერ კიდევ დეკემბერში პროგნოზირებდა “თალიბანის” მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას

გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახური(BND) ქვეყნის ხელისუფლებას რამდენიმე წლის განმავლობაში აფრთხილებდა ავღანეთში პოლიტიკური სისტემის ნგრევის შესახებ, – ამის შესახებ Der Spiegel-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეციალური სამსახური რეგულარულად აწვდიდა მთავრობას ანალიტიკურ ანგარიშებს ავღანეთზე, საიდანაც გამომდინარეობდა, რომ ვერც ჯარი და ვერც პოლიტიკური სტრუქტურები დამოუკიდებლად დიდი ხნის განმავლობაში ვერ იარსებებდნენ. თუმცა, პოლიტიკური სტრუქტურების ჩინოვნიკები ამ ინფორმაციაზე არ რეაგირებდნენ.

BND- მა ავღანეთში მოვლენების განვითარების შესაძლო, ყველაზე პესიმისტური შეფასება 2020 წლის დეკემბერში მოახდინა და ანალიტიკურ მიმოხილვაში Emirate 2.0 პროგნოზირებდა რადიკალური ისლამური “თალიბანის” ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ბოლო დღეებში, “თალიბანის” ჯარების მიერ ქაბულის დაკავებისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, გერმანიის დაზვერვის სამსახური და მთავრობა მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლეს ავღანეთში სიტუაციის განვითარების პროგნოზირება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები