CinéDOC Weekends: სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ კინოჩვენება

21 აგვისტოს, 18:00 საათზე, ვებგვერდზე – https://cinedoc-tbilisi.com/ka ონლაინ, Focus Caucasus-ის საკონკურსო სექციის პლატფორმაზე, ნაჩვენები იქნება კინორეჟისორ სალომე ჯაშის ფილმი – „მოთვინიერება“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 21:00 საათზე, გაიმართება დისკუსია რეჟისორთან.
„მოთვინიერება“ შვეიცარია, გერმანია, საქართველოს ფილმია.
პროდიუსერები არიან: ვადიმ იენდრეიკო, ერიკ ვინკერი, მარტინ როლი, სალომე ჯაში.
ოპერატორები: გოგა დევდარიანი, სალომე ჯაში.
მონტაჟი: კრის რაიტი.
ხმის დიზაინი: ფილიპ კიომპი.
ძალაუფლების მქონე კაცს, საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს გამორჩეული ჰობი აქვს – საუკუნოვანი ხეების კოლექციას აგროვებს. საქართველოს სანაპიროებიდან მის მიერ დაქირავებული კაცები ძირფესვიანად იღებენ ხეებს და მის კერძო ბაღში რგავენ, რომელიც დენდროლოგიური პარკის სახელითაა ცნობილი. ზოგიერთი ხე 15-სართულიანი შენობის სიმაღლეა.
ტრანსპორტირებისთვის ხშირად ხეებს ტოტებს აჭრიან, ელექტოკაბელები გაჰყავთ, მანდარინის პლანტაციებში ახალი გზები იგება. ხეების ძირფესვიანად ამოთხრის მეტაფორულ მნიშვნელობას დამთრგუნველ, ხელშესახებ, თუმცა სიურეალისტურ სინამდვილემდე მივყავართ.
ფილმის ტრეილერი – https://www.youtube.com/watch?v=U7CFp4SofxA

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები