„მომავლის ხმები“ – სალოტბარო სკოლების ფესტივალი
20 აგვისტოს, 22:00 საათზე, ფოლკლორის სალოტბარო სკოლების ფესტივალი – „მომავლის ხმები“ გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, პირდაპირ ვიდეოტრანსლაციაში მონაწილეობას მიიღებენ: სამტრედიის სალოტბარო სკოლა, ბორჯომის სალოტბარო სკოლა, ხარაგაულის სალოტბარო სკოლა, ამბროლაურის სალოტბარო სკოლა, გორის სალოტბარო სკოლა, თელავის სალოტბარო სკოლა, ლენტეხის სალოტბარო სკოლა, ოზურგეთის სალოტბარო სკოლა, ზესტაფონის სალოტბარო სკოლა, ქობულეთის სალოტბარო სკოლა, წალენჯიხის სალოტბარო სკოლა.