ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანში სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანში 6 500 გრძ. მეტრის მონაკვეთზე სანიაღვრე არხის მშენებლობა მიმდინარეობს. არხთან ერთად, საკარმიდამო ნაკვეთებში გადასასვლელი ხიდ-ბოგირები მოეწყობა. ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.

სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 727596 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები