საფრანგეთში სროლას მოზარდი ემსხვერპლა

მარსელში გვიან ღამით სროლას ერთი მოზარდი ემსხვერპლა, ორი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Provence ავრცელებს.

ინციდენტი ადგილობრივი დროით 22:30 საათზე მოხდა, რა დროსაც სროლას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. კიდევ ორი: 14 წლის მოზარდი და 8 წლის ბავშვი დაშავდა.

როგორც მედიას პროკურატურაში განუცხადეს, “სავარაუდოდ, ორი თავდამსხმელი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. ისინი, სულ მცირე, კალაშნიკოვის ტიპის ერთი ავტომატით იყვნენ შეიარაღებულნი და ქუჩაში ცეცხლი გახსნეს”.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილებმა მიმალვა შეძლეს.

სროლის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები