ბაიდენი: ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის დროს ქაოსი მოსალოდნელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის დროს ქაოსი მოსალოდნელი იყო.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია ABC-თვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ”იდეა, რომ როგორღაც არსებობს ქაოსის გარეშე ტერიტორიის დატოვების გზა, ჩემთვის უცნობია. არ ვიცი, ეს როგორ ხდება”.

ბაიდენი ამბობს, რომ ქვეყნიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის ალტერნატივა მდგომარეობდა ქვეყანაში ყოფნის პირიქით, გაფართოებაში.

“არჩევანი მარტივი იყო. თუ მე ვიტყოდი,” ჩვენ დავრჩებით “, მაშინ ჩვენ მზად უნდა ვყოფილიყავით დამატებით უამრავი ჯარისკაცის გაგზავნისთვის”, – თქვა მან.

ჯო ბაიდენის თქმით, აშშ-ის დაზვერვა უშვებდა ალბათობას იმისას, რომ ავღანეთის მთავრობა წლის ბოლოსთვის დაეცემოდა, თუმცა, კონსენსუსზე აგებული პროგნოზი არ ყოფილა.

“ვფიქრობ, კონსენსუსი არ ყოფილა. ისინი ამბობდნენ, რომ მთავრობის დაცემა სავარაუდოა, უფრო, წლის ბოლოსთვის”, – თქვა თეთრი სახლის ლიდერმა.

“თალიბანზე” საუბრისას ბაიდენმა თქვა, რომ ისინი აშშ-სთან თანამშრომლობენ ამერიკელების ევაკუაციის ნაწილში, თუმცა, ადგილობრივების საკითხი ბევრად რთულია.

“რას აკეთებენ ისინი ახლა? ისინი თანამშრომლობენ, აძლევენ ამერიკელებს ქვეყნის დატოვების საშუალებას, საელჩოებს და ა.შ. ბევრად მეტი გამოწვევა გვაქვს იმათთან დაკავშირებით, ვინც ადგილზე გვეხმარებოდა”, – განმარტა ჯო ბაიდენმა.

ამასთანავე, აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ “თალიბანის” მხრიდან ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის არიდება დონალდ ტრამპისდროინდელი შეთანხმებით იქნა შესაძლებელი.

”ვისმენ, რომ ამბობენ: თქვენ გყავდათ 2,5 ათასი სამხედრო იქ და არაფერი მომხდარა. ფაქტია, რომ მიზეზი იყო წინა პრეზიდენტის მოლაპარაკებები, რომელიც ერთი წლით ადრე გაიმართა, რომ ჯარების გაყვანა 1-ელ მაისამდე მოხდებოდა და მათი გაყვანის დროს თავდასხმები არ იქნებოდა. ეს გაკეთდა. ამიტომ არ ხდებოდა არაფერი”, – განაცხადა ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები