რევაზ სოხაძე მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებელებს შეხვდა

სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, რევაზ სოხაძე მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რევაზ სოხაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამჯერად, ქვემო სამგორის დასახლებაში, მოსკოვის გამზირისა და ქინძმარაულის მეორე შესახვევის მცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ გუნდის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა მოსკოვის გამზირის ცენტრალურ ალიას, დამონტაჟდა გარე განათებები. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სამგორის რაიონის ტერიტორიაზე, 76 სკვერისა და 92 ლიფტის მოწყობა/ რეაბილოტაცია განხორციელდა, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული საკითხები გამგეობისთვის მნიშვნელოვან პრიოროტეტს წარმოადგენს და, სწორედ ამიტომ, ამ მიმართულებით დაწყებული სამუშაოები, მომავალ წლებშიც აქტიურად გაგრძელდება.

თუმცა, ადგილობრივებისთვის რჩება ბევრი პრობლემა, რომელიც მყისიერ გადაწყვეტას მოითხოვს. ამ ეტაპზე, ძირითად გამოწვევად ლიფტების ახლით ჩანაცვლება/რეაბილიტაცია და სადარბაზოების კეთილმოწყობის საკითხი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები