საფრანგეთის რივიერაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან – არიან დაშავებულები (ფოტო)

საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ სენ ტროპესთან მეხანძრეები ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან.

ადგილობრივებს მოუწოდებენ, ხანძრისგან თავი შორს დაიჭირონ.

ვარის დეპარტამენტის პრეფექტის თქმით, 22 ადამიანია დაშავებული, მათგან სამმა მსუბუქი ტრავმა მიიღო, ხოლო 19 კვამლისგან დაშავდა.

ამჟამად, ცეცხლი 6 ათასზე მეტ ჰექტარს უკიდია, ასობით სახლი დამწვარი ან დაზიანებულია.

ადგილზე მყოფი ტურისტები ამბობენ, რომ მათ ევაკუაციისკენ გამთენიისას 05:00 საათზე მოუწოდეს და ბარგის ჩასალაგებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი მისცეს.

ცეცხლის სწრაფ გავრცელებაში ქარიც უწყობს ხელს.

სტიქიას 900 მეხანძრე და 120 ჟანდარმი ებრძვის, ქრობაში ჩართულია თვითმფრინავები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები