მიხეილ სარჯველაძე: ოპოზიციის ნაწილის მიერ წარდგენილი საერთო კანდიდატებიდან არცერთი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ წარდგენილი თბილისის­ მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები „ქართულ ოცნების“ კანდიდატებს კონკურენციას ვერ გაუწევენ.

„კონკრეტულ კანდიდატებზე ჩემს მოსაზრებებს ნამდვილად არ გეტყვით, ზოგს ვიცნობ და ზოგს – არა, ზოგს დადებითად, ზოგს უარყოფითად, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი დამახასიათებელია ის, რომ არცერთი მათგანი არ არის ისეთი, რომელსაც შეუძლია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატებს კონკურენცია გაუწიოს. მაგალითად, ვაკის კანდიდატი ახსენეთ და არ მგონია, რაიმე შანსი ჰქონდეს გიორგი ტყემალაძესთან რომელიმე კანდიდატს. არცერთს არავითარი შანსი არ აქვს იმ კანდიდატთან, რომელიც ვფიქრობ, აბსოლუტურად უნაკლოა იმ მოვალეობის შესასრულებლად, რასაც ვაკის მაჟორიტარი ჰქვია“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ:  „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ევროპულმა საქართველომ“, „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“ და ელენე ხოშტარიას „დროამ“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დღეს წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები