ლევან იოსელიანი: ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი

„მთავარი, რაც ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს, არის ჩვენი სახელმწიფო მოწყობის შესაბამისი პარლამენტის არსებობა. ჩვენი სახელმწიფო მოწყობა არის საპარლამენტო ქვეყანა, რომელსაც სჭირდება მრავალპარტიული პარლამენტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ლევან იოსელიანმა საკონსტიტუციო კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

მისი თქმით, მრავალპარტიული პარლემენტი ვერ მიიღწევა მაღალი ბარიერის პირობებში.

„დაბალი ბარიერი არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შევძლოთ ყველა სოციალური ჯგუფი წარმოვადგინოთ პარლამენტში, მათი ხმა ისმოდეს პარლამენტში და დისკუსია ყველა საჭირბოროტო საკითხზე მიმდინარეობდეს სწორედ პარლამენტში”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები