17 აგვისტო ლევან სონღულაშვილის დაბადების დღეა
17 აგვისტო მხატვარ ლევან სონღულაშვილის დაბადების დღეა. მას 30 წელი შეუსრულდა.
ვიზუალური არტისტი, ფერმწერი და გრაფიკოსი ლევან სონღულაშვილი დაიბადა თბილისში, 1991 წლის 17 აგვისტოს. ამ დღის აღსანიშნავ სტატუსს იგი თავად ავრცელებს ფეისბუქის გვერდზე.
„დღეს ჩემი დაბადების დღეა, რომელსაც დედაჩემის ფიზიკური არსებობის გარეშე პირველად ვხვდები.
პირველ რიგში, მადლობა მას, რომ გამაჩინა, იყო საუკეთესო გამზრდელი, ერთგული მეგობარი და მრჩეველი.
საერთაშორისო კატაკლიზმები და პირადი ტრაგედია შემოქმედებითად დატვირთული აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მალე ახალ, მასშტაბურ სამუზეუმო პროექტად რეალიზდება“, – წერს ლევან სონღულაშვილი ფეისბუქის გვერდზე.