ბრუკლინის ქართული კულტურის ცენტრში გია ჭუბაბრიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება
21 აგვისტოს, 15 საათზე, ბრუკლინის ქართული კულტურის ცენტრში, კინორეჟისორ გია ჭუბაბრიას შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
როგორც მისი შვილი რუსუდან ჭუბაბრია წერს ფეისბუქის გვერდზე, ნაჩვენები იქნება ოთხი ფილმი: „ჩუქურთმა”, „ჟამი, შეკრებად ქვათა”, „გაფითრებული თებერვლის ლანდი” და „ორაგულის ბედი”
(მისამართი: 6401 მე-20 ავენიუ, ბრუკლინი, 11204).