ირაკლი ქადაგიშვილი: ვითარებამ დაგვანახა, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, უძლურია, მისი საკადრო რესურსი ამოწურულია

“ოპოზიციის საკადრო რესურსი ამოწურულია”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაცმოძრაობის“ მერობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია, ფაქტობრივად, უძლურია.

„ზოგადად, პოლიტიკაში არის ასეთი ტრადიცია, რომ მამის გზას მერე შვილი აგრძელებს ხოლმე, მაგრამ შვილმა მამა მოიყვანოს პოლიტიკაში, ეს ქართული „ნოუ-ჰაუა”. ვითარებამ დაგვანახა, რომ ოპოზიცია, ფაქტობრივად, უძლური არის, მისი საკადრო რესურსი ამოწურულია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები 15 აგვისტოს წარადგინა. ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები