ირაკლი ზარქუა: მიხარია, ბოლოსდაბოლოს, ჩამოყალიბდა „ნაცმოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები, შესაძლებლობის ფარგლებში
“მიხარია, ბოლოსდაბოლოს, ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები, შესაძლებლობის ფარგლებში. არ არის აუცილებელი ოჯახის წევრები, თუმცა, მათიც მესმის”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მერობის კანდიდატების წარდგენას.
მისივე თქმით, მოსახლეობის უმრავლესობას “ქართული ოცნება” ეიმედება.
„მიხარია, ბოლოსდაბოლოს, ჩამოყალიბდა „ნაციონალური მოძრაობა“ და წარმოადგინა თავისი კანდიდატები, შესაძლებლობის ფარგლებში. გვახსოვს ჩვენ სანდრა რულოვსი არჩევნების დროს, როდესაც დაპირება ათქმევინეს და შემდეგ ვერ შესრულდა. არ არის აუცილებელი ოჯახის წევრები, თუმცა, მათიც მესმის.
ზოგ რაიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოდგენილი ჰყავს კანდიდატები, რომლებიც, ალბათ, დაახლოებით, 15-20%-ის ფარგლებში იბრძოლებენ. მე მაინც მგონია, რომ „ქართულ ოცნებას“ გაგვიმართლა ფოთში, მგონი, წაგებას გადავურჩით. რამდენადაც მქონდა ინფორმაცია, ქალბატონი ბოკუჩავა იყო იქ წარმოდგენილი. გადავრჩით „ქართული ოცნება“. მგონია, რომ ფოთს „ქართული ოცნება“ მოიგებს, რადგან ქალბატონმა ბოკუჩავამ უარი თქვა, თუ ათქმევინეს.
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“, ხარვეზებისა და შეცდომების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობას მაინც ვეიმედებით, რომ პრობლემები და გამოწვევები გადავჭრათ“, – აცხადებს ზარქუა.