ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ ახალი, მცირე პარტიები

„საქართველო საპარლამენტო მოწყობის ქვეყანაა, რაც გულისხმობს პარლამენტში მრავალპარტიულობის არსებობასა და მრავალპარტიულად ქვეყნის მართვას.

მაღალი ბარიერის პირობებში ეს შეუძლებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა, რომელიც ქუთაისში მიმდინარეობს.
იოსელიანის თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს ისეთი საარჩევნო ბარიერი, რომლის გადალახვასაც შეძლებენ ახალი, მცირე პარტიები.

„ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა სოციალური ჯგუფის ხმა ისმოდეს პარლამენტში და მთავარი დისკუსია ხდებოდეს სწორედ პარლამენტში და არა – პარლამენტის გარეთ, როგორც, სამწუხაროდ, ბოლო 30 წლის მანძილზე ხდება ჩვენს ქვეყანაში. დაინიცირებული 2%-იანი ბარიერი არის შესაძლებლობა, რომელიც დაადგენს იმ ზღვარს, რომელიც იქნება ერთგვარი დამბლოკავი იმ ძალების, რომელთა მოხვედრა პარლამენტში არ არის სასურველი და, მეორე მხრივ, პატარა პარტიებს შესაძლებლობას მიეცემათ, გადალახონ ბარიერი და თავიანთი ხმა შეიტანონ პარლმენტში”, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები