კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა
კინომცოდნე არჩილ შუბაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„იგი მრავალი წლის მანძილზე ქართული კინოს დიდი გულშემატკივარი იყო, ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი წერილები იბეჭდებოდა არაერთ გამოცემაში, იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის მდივანი.
არჩილ შუბაშვილის ორგანიზებით, სხვადასხვა წლებში ქართული კინოს დღეები ჩატარდა თურქეთსა და დანიაში, მისი თანაავტორობით გამოიცა „ქართული მხატვრული კინოს ფილმოგრაფია“, მუშაობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის დოკუმენტური ფილმების სტუდიის კონსულტანტად და სცენარისტად.
არჩილ შუბაშვილი აქტიურად თანამშრომლობდა ეროვნულ კინოცენტრთან და არაერთხელ იყო კინოცენტრის კონკურსების საექსპერტო კომისიის წევრი“, .აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.