მძიმე ეპიდვითარება – რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო საველე ჰოსპიტალი გაგზავნა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის თხოვნის საფუძველზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სოხუმში სამხედრო მრავალპროფილურ ჰოსპიტალს მეორედ გზავნის.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჰოსპიტალი 100 საწოლზეა გათვლილი.
საავტომობილო კოლონა სტავროპოლიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკვე დაიძრა.
ჰოსპიტალი აღჭურვილია ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, პაციენტებზე დაკვირვების ინტენსიური მონიტორებით, რენტგენის აპარატებით, სისხლის ანალიზატორებით და სხვა.
რუსეთის სამხედრო ჰოსპიტალი პირველად ოკუპირებულ აფხაზეთში 2020 წლის 20 ოქტომბრიდან ამოქმედდა და ე.წ. რესპუბლიკა პირველ მარტს დატოვა.