გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია რაღაცნაირად ზარმაც აბიტურიენტს დაემსგავსა, რომელმაც იცის, რომ გამოცდას ვერ ჩააბარებს და წინასწარ უშლის ნერვებს მასწავლებლებსა და ლექტორებს

“ოპოზიცია თან იმუქრება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში დაამარცხებს „ქართულ ოცნებას“ და ამ დროს ვერ პოულობს კანდიდატებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ახლა ოპოზიციაში ბრძოლა იმაზე მიდის, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს, რადგან მისივე თქმით, პირველ ადგილს არჩევნებში „ქართული ოცნება” დაიკავებს.

„ოპოზიცია რაღაცნაირად ზარმაც აბიტურიენტს დაემსგავსა, რომელმაც იცის, რომ გამოცდას ვერ ჩააბარებს და წინასწარ უშლის ნერვებს მასწავლებლებსა და ლექტორებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას, იმისთვის, რომ შემდგომ გამოცდების შედეგები გააპროტესტოს. ამისთვის ემზადება ახლა რეალურად ოპოზიცია. ამას გარდა, ახლა ოპოზიციაში მიდის ბრძოლა იმაზე, ვინ დაიკავებს მეორე ადგილს. პირველი ადგილი გარანტირებულად ეკუთვნის კახა კალაძეს თბილისში, მერობის ჩვენს კანდიდატებსა და „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები