„ხიდი: ციურიხი – თბილისი“ – ქართული კულტურის ფესტივალი
1 ოქტომბერს, ქალაქ ციურიხში გაიხსნება ქართული კულტურის ინტერდისციპლინარული ფესტივალი – „ხიდი: ციურიხი – თბილისი”.
ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით, „კინოპოდიუმში“ (Kino Filmpodium) გაიმართება ქართველი ქალი რეჟისორების ფილმების რეტროსპექტივა.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. კინოს გარდა, პროგრამა მოიცავს ლიტერატურას, მუსიკას, არქიტექტურასა და ხელოვნებას.
„ხიდი: ციურიხი-თბილისი” მიზნად ისახავს ქართული თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის გაცნობას, თანამშრომლობის ქსელის შექმნას და ორ ქვეყანას შორის კულტურული დიალოგის გაღრმავებას.
პროგრამა:
„რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა” და “„ატლანტი” (რეჟისორი ნანა ჯორჯაძე);
„ოქროს ძაფი”, “„ვალსი პეჩორაზე” და „რამდენიმე ინტერვიუ პრად საკითხებზე” (რეჟისორი ლანა ღოღობერიძე);
„გრძელი ნათელი დღეები” და „ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორი ნანა ექვთიმიშვილი);
„კრედიტის ლიმიტი” (რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი);
„სხვისი სახლი” (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე);
„დედე” (რეჟისორი მარიამ ხაჭვანი);
„დასაწყისი” (რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი);
„ჰორიზონტი” (რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი);
„საშიში დედა” (რეჟისორი ანა ურუშაძე).
ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი – ელენე ჩეჩელაშვილი.