ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გია აგუმავა დააჯილდოვეს

  ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის გია აგუმავა დაჯილდოვდა ელენე ნავერიანის ფილმში – „სველი ქვიშა”. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
4 აგვისტოს შვეიცარიაში საზეიმოდ გაიხსნა ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი.  კინოფესტივალის საკონკურსო სექციაში – Concorso Cineasti del presente წარმოდგენილი იყო ელენე ნავერიანის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სველი ქვიშა”, რომლის ფილმის სოფლიოს პრემიერა გაიმართა 11 აგვისტოს, 11:30 საათზე. „სველი ქვიშა” საქართველო-შვეიცარიის კოპროდუქციაა.
ფილმი „სველი ქვიშა“ შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1946 წლიდან იმართება და ცნობილია, როგორც აღმოჩენების ფესტივალი, რადგან მრავალი კინორეჟისორისა თუ მსახიობის წარმატებული კარიერა სწორედ ლოკარნოში დაიწყო. ქართული ფილმები არაერთხელ წარმატებით უჩვენებიათ ლოკარნოში.
ბოლო წლებში კინოფესტივალის მთავარი ჯილდო „ოქროს ლეოპარდი” ორმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა – ანა ურუშაძემ საუკეთესო დებიუტისთვის (ფილმი “საშიში დედა”) და დავით ფირცხალავამ მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მამა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები