ჩვენ კოალიციურ მთავრობას ვთავაზობთ, მთელი ხიბლი ამ პროცესისა ისაა რომ, ჩვენ საზოგადოებას შევთავაზოთ კოალიციური მთავრობა, რომელიც სამართლებრივ რეფორმას მოიტანს. ახლა რა გამოდის, იმ დღეს ვიხუმრე, პირველი დღეც კი, როდესაც მელიას და ელენეს წარდგენის დღე იყო, იმ დღესაც კი კადრი გადავიდა და გამოჩნდა ბოკერია, რომელიც ამბობს, ამ ყველაფრის ინიციატორი მე ვიყავიო. რა ხდება, ვინ თქვა, ვის შეუთანხმდა რომ ინიციატორია, რაშია საქმე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გიგა ბოკერიამ „თავისი პარტია თავზე ჩამოიმხო და „ძალა ერთობაშიას“ დანგრევაში ლომის წილი აქვს“.
„როდესაც რაღაც პერიოდი მოვიდა, იმის დაშლაც მოახერხა. გამოაცხადა, რომ ჩვენ, ვინ ჩვენ? თქვენ ხედავთ კოალიციას? ასე თუ გაგრძელდა, წარმოადგინონ პარტიებმა თავ-თავისი მაჟორიტარობის კანდიდატები, რომ ხალხმა მიიღოს ნამდვილი კოალიციური მთავრობა და არა გიგა ბოკერიას ფეიკებით გამოტენილი გაურკვეველი შემადგენლობა. ამაზე, უკაცრავად, შეთანხმება არ ყოფილა. ეს მისი სტილია, სირბილი სხვისი პარტიის ხმებით და დივიდენდებით პარლამენტში შესვლა. ეს გააკეთა მან 2016 წელს. რატომ, იმიტომ რომ ვერ იტანს სხვის წარმატებას, არ გამოსდით, რადგან არ არის მის მიმართ სიმპატია. პარლამენტში არ შევიდა, არ შევიდა იმიტომ, რომ ხელში მანდატი არ ეჭირა. ბოიკოტი იმ ადამიანებმა გამოვაცხადეთ, ვისაც მანდატი გვქონდა. ახლაც, ამბობს, რომ კოალიციაა, მაგრამ არ აძლევს საშუალებას. მაგალითად, შემიძლია დაგისახელოთ დავით ჭიჭინაძის პრეცენდენტი. მას უფლება აქვს მიეხმაროს ოპოზიციას ისნის რაიონში. რაზე საუბრობს ბოკერია, რას იყოფს მოუგებელბრძოლაში. კოალიციურ, ფართო შემადგენლობას ელოდება ხალხი, რასაც უნდა მისცენ ხმა. ბოკერიას მიტინგზე რომ ხედავენ, მაშინ გარბის ხალხი და მის კადრს რომ დაინახავენ, მაშინ მოგვცემენ ხმას? ამიტომ, სანამ დროა, ჯერ არ არის პრეზენტაცია და ამიტომ ძალიან მინდა, გაიხსნას კადრი და ხალხმა ნახოს ნამდვილად კოალიციური პროცესი, რისთვისაც ამომრჩეველი მზადაა, რომ ხმა მოგვცეს ცვლილებას და წავიდეს ეს მთავრობა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.