პარტიამ „ანა დოლიძე-ხალხისთვის“, თბილისის მერობის კანდიდატად ანა დოლიძე წარადგინა
ანა დოლიძის განცხადებით, თბილისელებს ჰპირდება, რომ დაასრულებს სიძულვილს, რომელიც დაამკვიდრა ორპოლუსიანობამ და იქნება – მერი ხალხისთვის, განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა, სოციალური წარმომავლობისა, ეროვნული თუ ეთნიკური ნიშნისა, სქესისა და ა.შ.
„თბილისს სჭირდება მერი, ვინც თბილისს ბეტონის ჯუნგლების ნაცვლად დაუბრუნებს მწვანე ქალაქის სტატუსს, ვინც იზრუნებს, სუფთა გარემოზე, იმაზე, რომ პარკი ჰქონდეს ყველა უბანს და იმაზე, რომ ადამიანებს არ შეეშინდებათ ღამე მშვიდად დაძინების, რომ დილით თავზე სახლი არ ჩამოენგრევათ, ან ფანჯარასთან ახალ კორპუსს არ ამოუშენებენ. მერი, რომელიც შექმნის ეფექტურ ინფრასტრუქტურას – 21-ე საუკუნეში სირცხვილია ვსაუბრობდეთ საპირფარეშოების, კანალიზაციის, ტროტუარების, პარკინგის და ბევრ სხვა პრობლემაზე”,-განაცხადა ანა დოლიძემ.