ლევან დავითაშვილი – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, როდესაც ჩვენ დავნერგეთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, კახეთში დღეს რთველი არ გვექნებოდა

2012 წლიდან, სოფლის მეურნეობა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ სიტყვა, ეს იყო საქმეში გამოხატული და ეს არის შედეგებით განსაზღვრული უკვე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, „ქართული ოცნების“ სიღნაღის მერობის კანდიდატის, მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო.

„ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრი იყო, როდესაც ჩვენ დავნერგეთ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა და რომ არა სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, კახეთში დღეს რთველი არ გვექნებოდა. მალე რთველი დაიწყება და ვიცით, რომ ეს დედოფლისწყაროს და სიღნაღის მუნიციპალიტეტებიდან იწყება. ფაქტიურად, წელს, იმდენი სეტყვის განეიტრალება მოხდა, რომ ჩვენ მოსავალ სრულად დავკარგავდით. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ მევენახეობაში, ეს ეხება, როგორც ერთწლიან, ისე მრავალწლიან კულტურებს მთლიანად“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები