14 აგვისტოს „ქართული ოცნება” გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მერობის კანდიდატებს წარადგენს
14 აგვისტოს „ქართული ოცნება” გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს მერობის კანდიდატებს წარადგენს. ინფორმაციას „ქართული ოცნება” ავრცელებს.
10.45 საათზე, „ქართული ოცნება” გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ზურაბ უტიაშვილს წარადგენს
მისამართი: გურჯაანი, ახტალას პარკი
12.00 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენა გაიმართება
მისამართი: სიღნაღი, ქეთევან წამებულის ქუჩის მონაკვეთი, ახალი ბულვარი
14.00 საათზე, მმართველი პარტია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს ნიკოლოზ ჯანიაშვილს წარადგენს
მისამართი: მირზაანი, ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმი
16.00 საათზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის ავთანდილ გულიკაშვილის წარდგენა გაიმართება
მისამართი: საგარეჯო, ჩაილურის ციხე