მიხეილ სარჯველაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არაა გამორიცხული არაკეთილსინდისიერი ქმედებები დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მიმართ
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ორპოლუსიანობა არ არის სასურველი მდგომარეობა მაშინ, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი „ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია. სარჯველაძე „ნაციონალური მოძრაობისგან“ არაკეთილსინდისიერ ქმედებებს არ გამორიცხავს.
„სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია, კეთილსინდისიერად იმოქმედოს, როგორც ოპოზიციამ. მათი მხრიდან, არაა გამორიცხული არაკეთილსინდისიერი ქმედებები დანარჩენი ოპოზიციური სპექტრის მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ორპოლუსიანობა არაა სასურველი მდგომარეობა, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი კვლავ „ნაცმოძრაობას“ უკავია. საბედნიეროდ, ამას უკვე კარგად ხვდება არაერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და ისინი იოლად აღარ ეგუებიან „ნაცმოძრაობის“ დომინანტურ მდგომარეობას. ეს ძალიან კარგია, თუმცა, არ მგონია, რომ უახლოეს არჩევნებზე ეს შეიცვალოს და ამაზე მიუთითებს ყველა კვლევის შედეგებიც“, – განაცხადა სარჯველაძემ.