პაატა იმნაძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, გარეთ დადიან და უფრო ავრცელებენ ინფექციას
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ აქვს ინფორმაცია ისეთ ადამიანებზე, რომელთაც იციან საკუთარი ინფიცირების შესახებ, თუმცა, იზოლაციაში არ რჩებიან.
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოერიდეთ გარშემომყოფებს. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ინციფირებულნი არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი, ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი პროგნოზით, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. პაატა იმნაძე ამბობს, რომ „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა და მოუწოდებს მოსახლეობას, თუ გაციების სიმპტომები ექნებათ, აუცილებლად გაიტესტონ.