გლდანში ორი ავტომანქანა დაიწვა

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ტიპის ავტომანქანა შეჯახების შემდეგ დაიწვა.

ამ ეტაპზე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები