„ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, კახა კალაძე თბილისის მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებს

“ქართული ოცნების”  სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, მმართველი გუნდის თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე 2 ოქტომრის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვებს. ინფორმაციას “ქართული ოცნება” ავრცელებს.

“პარტიაში 2020 წლიდან შექმნილია სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც, პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, თბილისსა და სხვა ქალაქებში ატარებს კვლევებს და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს.
სოციოლოგიური კვლევა ჩატარდა 2021 წლის 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპოდენტი.

წარმოგიდგენთ გამოკითხვის შეწონილ მონაცემებს:

არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:

კახა კალაძე – 66,2 %
ნიკანორ მელია – 33,8 % “, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები