დავით ქართველიშვილი: გასულ წელთან შედარებით, თბილისში ჩატარებული გამოკითხვების შედეგები რამდენიმე პროცენტით მაღალია

ექსპერტი, დავით ქართველიშვილი ,,ქართული ოცნების’’ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება.

ექსპერტის თქმით, ამ სოციალური კვლევის ჯგუფის ასოცირება ,,ქართულ ოცნებასთან,, არ უნდა გახდეს დაბრკოლება, რადგან ამ ჯგუფის მიერ გაკეთებული კვლევა ყველაზე მეტად დაემთხვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.

„ქართული ოცნების“ სოციოლოგიური კვლევების ჯგუფმა, რომელიც შეიქმნა გასულ წელს სწორედ იმის გამო, რომ ოპოზიციის მიერ დაქირავებული მკვლევრები ალოგიკური, აბსურდული და რეალობასთან აცდენილი შედეგებით ანებივრებდნენ საზოგადოებას, შემოგვთავაზა ა.წ. აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები.

ამ სოციოლოგიური კვლევების ჯგუფის ასოცირება „ქართულ ოცნებასთან“ არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი, ვინაიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებთან მაქსიმალურად ზუსტი კვლევებით სწორედ მან დაგვამახსოვრა თავი და ამ კუთხით ბევრ ავტორიტეტულ საერთაშორისო მკვლევარს აჯობა.
ასე რომ, სოციოლოგიური გამოკითხვის აგვისტოს მონაცემები, როგორც მინიმუმ, დასამახსოვრებელია, რათა შემდგომში 2 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგებს შევადაროთ. კერძოდ:

✓ 2-8 აგვისტოს, პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3446 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2728 რესპონდენტმა ანუ გამოკითხულთა 79,2%-მა. ცდომილების ზღვარი შეადგენდა 2,2%-ს.
✓ კვლევის თანახმად, თბილისის მერის არჩევნებში მხოლოდ ორმა კანდიდატმა – კახა კალაძემ და ნიკანორ მელიამ რომ მიიღონ მონაწილეობა, ხმები კანდიდატებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
• კახა კალაძე – 66,2%
• ნიკანორ მელია – 33,8%
✓ პარტიული რეიტინგების მონაცემები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„ქართული ოცნება“ – 46,3%
„ნაციონალური მოძრაობა“ – 23,3%
„გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 5,3%
„საქართველოსთვის“ – 5,2%
„მოქალაქეები“ – 3,3%
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 2,3%
„ლელო“ – 2,3%
„პატრიოტთა ალიანსი“ – 2,1%
„ევროპული საქართველო“ – 1,4%
„გირჩი“ – 1,2%
„ლეიბორისტული პარტია“ – 0,9%
„ერთიანი საქართველო“ – 0,8%
ამ კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ გასულ წელს, თბილისში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებთან (41,8%) შედარებით, 2021-ის მონაცემი რამდენიმე პროცენტით მაღალია. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს დანარჩენ რეგიონებში „ქართული ოცნების“ რეიტინგი რეალურად 50%-ის გარშემო მერყეობდეს”, –  წერს facebook-ზე დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები