გია გაბრიჭიძე: კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი
ექსპერტი, გია გაბრიჭიძე „ქართული ოცნების“ მიერ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს ეხმიანება და ამის შესახებ საკუთარ facebook გვერდზე წერს.
„კალაძე – 66.2%, მელია – 33.8%. არსებული რეალობით, თუ ვინმე ისტორიაში შესვლის ან შვილიშვილებთან ტრაბახის მიზნით – მე ოდესღაც თბილისის მერობის კანდიდატი ვიყავიო (შვილიშვილებთან ასეთი რამ მოსულა ), დააპირებს კენჭისყრას, ის მელიას წაართმევს ხმებს. ასე რომ, კალაძე არის მოქმედი და მომავალი მერი”, – წერს გია გაბრიჭიძე.