ზაალ ანჯაფარიძე: “ოცნებას” სერიოზული უპირატესობა აქვს

“თუ ოპოზიციის ქმედებებს დავუმატებთ მათ დესტრუქციულ დღის წესრიგსა და საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ კანდიდატებს, შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებას” სერიოზული უპირატესობა აქვს”, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის შედეგებზე.

,,თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ოპოზიციას სრულიად გაუგებარ და დამაბნეველ სტრატეგიასა და ტაქტიკას უწუნებენ მათივე მომხრეები, თუ ამას დავუმატებთ მათ დესტრუქციულ დღის წესრიგს, ასევე, საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელ კანდიდატებს, შეიძლება ითქვას, რომ “ოცნებას” სერიოზული უპირატესობა აქვს.
ამას დაუმატეთ  “სახელისუფლებო ქარიზმის” ფაქტორიც და სურათი ძალიან მკაფიო გახდება’’, – წერს facebook ზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები