გოგი მეშველიანი: დიდგორის ბრძოლა – ეს არის ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის, გამარჯვების, ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი დიდგორობის სახალხო დღესასწაულს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას დეპუტატის პრესსამსახური ავრცელებს.
„დიდგორის ბრძოლა – ეს არის ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვის, გამარჯვების, ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლო.
დიდგორის ბრძოლის 900 წლისთავი, პანდემიიდან გამომდინარე, მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით აღვნიშნეთ“, – გოგი მეშველიანი
ღონისძიების ფარგლებში, საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დიდგორობა მიულოცეს საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
დიდგორის ბრძოლის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედრო მოსამსახურეები პრემიერმინისტრის ინიციატივით შექმნილი სპეციალური მედლით – “დიდგორი 900” დაჯილდოვდნენ. ჯილდოები მათ ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად გადასცა.