სან-სებასტიანის კინოფესტივალი 10 ქართველ პროდიუსერს ინდუსტრიულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

სან-სებასტიანის 69-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ტარდება ინდუსტრიული ღონისძიება – FOCUS ON GEORGIA (19-23 სექტემბერი), რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს 10 ქართველ პროდიუსერს წარუდგენს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, FOCUS ON ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კოპროდუქციის ფორუმის ნაწილია. წელს მისი სტუმარი ქვეყანა საქართველოა. FOCUS ON GEORGIA სან-სებასტიანის კინოფესტივალისა და ეროვნული კინოცენტრის თანამშრომლობით ხორციელდება.

ღონისძიებაზე დასასწრებად ქართველმა პროდიუსერებმა 2021 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ შევსებული განაცხადი შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: applications@gnfc.ge. სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს სახელწოდება: FOCUS ON GEROGIA, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება პროდიუსერებს შეუძლიათ როგორც პროექტით, ისე პროექტის გარეშე. უპირატესობა მიენიჭებათ პროდიუსერებს, რომლებსაც უმუშავიათ სრულმეტრაჟიან ფილმებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები