თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

თურქეთის ჩრდილოეთის პროვინციაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე 11 -მდეა გაზრდილი, მანამდე 6 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველო ავრცელებს.

სტიქიური უბედურების შედეგად, 13 ადამიანია დაშავებული.

სამაშველო ოპერაცია დაზარალებული პროვინციის – კასტამონას ქალაქებში გრძელდება, 600-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.

300-მდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ხიდების ნგრევისა და გზის სავალი ნაწილის დაზიანების გამო, რიგ მაგისტრალზე გადაადგილება პარალიზებულია.

ქალაქ ბოზკურთში რამდენიმე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, ნანგრევებში მაშველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები