ამირან გამყრელიძე: თუ თითოეული ჩვენგანი დავიცავთ რეკომენდაციას, რაც არსებობდა და დროებით შეზღუდვებს რაც კიდევ დაწესდა, ინფექციას შევაკავებთ
“5 კაცზე მეტი სადაც იკრიბება, თუ ყველა იცავს არსებულ რეკომენდაციას, საკმარისია, ეს პანდემიის საწინააღმდეგოდ სერიოზული შემაკავებელი ღონისძიებაა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მოდით, კეთილსინდისიერად და პატიოსნად დავიცვათ ის შეზღუდვები, რაც დღესაა დაწესებული. დამერწმუნეთ, თუ თითოეული ჩვენგანი დავიცავთ იმ რეკომენდაციას, რაც არსებობდა და დროებით შეზღუდვებს რაც კიდევ დაწესდა, ინფექციას შევაკავებთ. მთავარია, რომ აღსრულება იყოს. სადაც 5 და მეტი ადამიანი იკრიბება, ყველას პირბადე ეკეთოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.