თურქეთში, მასშტაბური ხანძრების შემდეგ, წყალდიდობის შედეგებს ებრძვიან – სტიქიას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა (ფოტო)

თურქეთის ჩრდილოეთის პროვინციებში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანია დაღუპული, 13 დაშავებულია.

CNN Turk-ის ინფორმაციით, კასტამონის პროვინციაში ორი ადამიანი დაიღუპა მეწყერის შედეგად, სამი მოქალაქე წყალმა წაიღო.

ბართინის პროვინციაში კი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, საცხოვრებელი სახლის დანგრევის შედეგად 85 წლის ქალია დაკარგული.

13 ადამიანი იმ დროს დაშავდა, როდესაც ხიდის ჩამონგრევისას სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.

სინოპის პროვინციაში საავადმყოფოდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა. უამრავ რაიონს ელექტროენერგია აღარ მიეწოდება. თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რეგიონში სამხედრო ვერტმფრენებია გაგზავნილი ხალხის ევაკუაციისთვის.

რაც შეეხება ტყვის მასშტაბურ ხანძრებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 29 ივლისიდან მძვინვარებდა – ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბექირ პექდემირლის განცხადებით, ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები