ქობულეთში სასაფლაოები გაძარცვეს
ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში სასაფლაოები გაძარცვეს. მძარცველებმა სასაფლაოდან რკინის კონსტრუქციები წაიღეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ სასაფლაო ზედამხედველობის გარეშეა, ტერიტორიაზე არ არის გარეგანათება, არც დარაჯი ჰყავს ტერიტორიას შესაბამისად საფლავების გაქურდვის ფაქტებიც ხშირია.
“30 წლის წინ გაკეთებული სასაფლაო გვქონდა, რომ მოვედი ახლა დამხვდა ასე დანგრეული”,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 258-ე მუხლით დაიწყო.