შალვა პაპუაშვილი – მელიასა და ხოშტარიას ბანერებზე: როგორც ჩანს, შიგნით დაპირისპირება ან გაურკვევლობაა

“ზოგადად, ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესი არ აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას წინასაარჩევნო ბანერებზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი მხრივ, ნიკა მელია მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს, რომ მას მისცენ ხმა, როგორც მერობის კანდიდატს. ხოლო რაც შეეხება პარტიულ სიასა და საკრებულოს თავმჯდომარეობას, ვხედავთ მათი გარე რეკლამით, რომ ის მოუწოდებს, ელენე ხოშტარიას პარტიას მისცენ ხმა. ზოგადად, ადგილობრივი არჩევნებისადმი ინტერესი არ აქვთ. ხედავთ, რომ არანაირი პროგრამა და შეთავაზება მოქალაქეებისთვის არ აქვთ. ბოლო პერიოდში ჩანს, რომ ისინი ემზადებიან დესტრუქციისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წინასაარჩევნო ბანერებზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ელენე ხოშტარია და თბილისის მერობის კანდიდატი – ნიკა მელია სხვადასხვა საარჩევნო ნომრით არიან წარმოდგენილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები