„აფხაზეთი გიწვევთ“ – ონლაინპრემიერა

12 აგვისტოს, 17:00 საათზე, ციფრულად რესტავრირებულ დოკუმენტურ ფილმს „აფხაზეთი გიწვევთ“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის „ფეისბუქის“ გვერდი  პრემიერის ფორმატში გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, რეჟისორ ირაკლი ასათიანის მიერ 1979 წელს საკუთარი სცენარით გადაღებული ფილმი აფხაზეთის სხვადასხვა კურორტს ასახავს. მისი ქრონომეტრაჟი 9 წუთია.
ფილმის ფირი საქართველოს ეროვნული არქივის კინოსაცავში ინახება. მისი მაღალი ხარისხით სკანირება და ციფრული რესტავრაცია არქივის სპეციალისტებმა განახორციელეს.
ეროვნული არქივი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მაყურებელს რესტავრირებული საარქივო ფილმების ჩვენებებს 2 კვირაში ერთხელ სთავაზობს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები