ჯანმო: ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაზრდილია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემით, 2-8 აგვისტოს პერიოდში ევროპის კონტინენტზე კორონავირუსით მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, რაც 26 ივლის-1-ელ აგვისტოსთან შედარებით 7%-ით ნაკლებია.

ამასთანავე, ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, ევროპაში გარდაცვალების მონაცემია გაზრდილი. კერძოდ, 2-8 აგვისტოს პერიოდში ვირუსს 9 ათასზე მეტი პაციენტი შეეწირა, რაც 26 ივლის- 1-ელ აგვისტოსთან შედარებით 16%-ით მეტია.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას – 2-8 აგვისტოს ინფიცირების 4 264 641 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 26 ივლის- 1-ელ აგვისტოსთან შედარებით 4%-ით მეტია. ამავე პერიოდში, 2-8 აგვისტოს მონაცემით, მსოფლიოში ვირუსს 65 472 პაციენტი ემსხვერპლა, რაც 26 ივლის- 1-ელ აგვისტოსთან შედარებით 2%-ით მეტია.

ჯანმო-ს მონაცემით, კორონავირუსის “დელტა” შტამმა გეოგრაფია გააფართოვა და ერთ კვირაში 135 ქვეყნიდან 142-ზე გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები