ლევან რატიანი ადასტურებს, რომ ქუთაისიდან ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა, ადგილების არქონის გამო ვერ იღებს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ადასტურებს, რომ ქუთაისიდან ფეხმძიმე ქალს, რომელსაც ნაყოფი დაეღუპა, ადგილების არქონის გამო ვერ იღებს.

“სამწუხაროდ, არცერთი ადგილი არ გვაქვს. ჩვენთან ძალიან ბევრი პაციენტი მკურნალობს, იმაზე მეტი, ვიდრე საწოლფონდი გვაქვს”, – აღნიშნა რატიანმა.

ცნობისთვის, 31 წლის ორსულს კორონავირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა. შვიდი თვის ორსული ბათუმიდან კლინიკა „ბომონდში” ორი დღის წინ შეიყვანეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებს, ბათუმში ადგილის არარსებობის გამო ქუთაისში გადაიყვანეს, მდგომარეობა დამძიმდა და ნაყოფი დაიღუპა.

ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება და ვერც თბილისში გადაჰყავთ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი მგზავრობას ვერ გაუძლებს. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე დღეს კონსილიუმი შეიკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები