დევი ტაბიძე: ეპიდსიტუაცია საგანგაშოა – საველე ჰოსპიტლებს, გარდა იმისა, რომ მოსახლეობაზე მოახდენს ფსიქოლოგიურ შეტევას, სჭირდება სპეციალისტები
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” კლინიკური დირექტორის, დევი ტაბიძის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია, არც მეტი არც ნაკლები, საგანგაშოა. სამედიცინო დაწესებულებები ვერანაირად ვერ აიტანენ ამ დატვირთვას. ერთადერთი სწორი არჩევანია, რომ უნდა მოხდეს პაციენტების გადანაწილება, მონიტორინგს უნდა ექვემდებარებოდეს და თითოეული პაციენტის მიღება და გაწერა ყველასთვის უნდა იყოს ლუსტრირებული. ამის დარღვევა იწვევს იმას, რომ რესურსი აღარ იქნება.
საველე ჰოსპიტლები, გარდა იმისა, რომ მოსახლეობაზე მოახდენს ფსიქოლოგიურ ძალიან ძლიერ შეტევას, მას სჭირდება სპეციალისტები – ისინი, ვინც იციან ამ პირობებში ჰოსპიტლების მართვა”, – აცხადებს ტაბიძე.