იტალიის სამხრეთით ტყის ხანძრებს ებრძვიან – სტიქიურ უბედურებას უკვე 3 ადამიანი შეეწირა

იტალიის სამხრეთით, ოთხ რეგიონში ტყის ხანძრები მძვინვარებს. სტიქიურ უბედურებას უკვე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

კერძოდ, ხანძარია კალიბრიაში, კამპანიაში, სიცილიასა და სარდინიაში.

კალიბრიის ხელისუფლებამ ცენტრალურ მთავრობას რეგიონში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების თხოვნით მიმართა.

კალიბრიაში ორი ხანდაზმული მამაკაცი სახლის გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა, ერთი ადამიანი ხანძარს კატანიაში შეეწირა.

ასევე, საავადმყოფოებში დამწრობით 5 ადამიანია მოთავსებული.

ხანძრების ქრობაში რამდენიმე თვითმფრინავია ჩართული.

იტალიელი მეტეოროლოგები ქვეყნის სამხრეთით ჰაერის მაღალ ტემპერატურას აფიქსირებენ. კერძოდ, საუბარია ევროპისთვის რეკორდულ მაჩვენებელზე. სიცილიაზე +48,8 გრადუსია დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები