იტალიაში ევროპისთვის რეკორდული, ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა

სიცილიაზე ევროპისთვის რეკორდული, ჰაერის მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა: +48,8 გრადუსი.

 

ინფორმაციას Ansa ავრცელებს.

 

ტემპერატურის რეკორდი დაფიქსირდა შუადღეს სირაკუზის პროვინციაში, ერთი დღით ადრე ლენტინიში +47 გრადუსი იყო.

 

კვირის დასაწყისიდან აფრიკიდან იტალიაში ანტიციკლონი “ლუციფერი” ფიქსირდება, ამინდის საფრთხის დონის ყველაზე მაღალი, წითელი დონე უკვე გამოცხადებულია 15 ქალაქში, მათ შორის, რომშიც.

 

ცნობისთვის, საბერძნეთში 3 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურის +47,1 გრადუსი დაფიქსირდა.

 

ევროპაში უკანასკნელად ტემპერატურის რეკორდული მაჩვენებელი 1977 წელს დაფიქსირდა ათენში, როდესაც +48 გრადუსი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები