თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მაქსიმუმს მიაღწია

თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 27 356 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 4 მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარდა ამისა, ვირუსს, ბოლო 24 საათში 128 პაციენტი შეეწირა.
თურქეთში პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი 2021 წლის 16 აპრილს 63 082 დაავადებული გამოვლინდა, ამის შემდეგ დაიწყო კლების ტენდენცია. ივნისში – ივლისის პირველ ნახევარში მაჩვენებელი 5-7 ათასის ნიშნულზე დასტაბილურდა, თუმცა ივლისის მეორე ნახევრიდან მატება დაიწყო.
რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციას, იანვარში იმუნიზაცია ჩინური “სინოვაკით” დაიწყო, მარტიდან ასევე “ფაიზერი” გამოიყენება. აპრილის ბოლოს ქვეყნის ჯანდაცვამ რუსული “სპუტნიკის” ექსტრემალური გამოყენებისთვის ნებართვა გასცა.
ამჟამად, ვაქცინის პირველი დოზა 43 მილიონამდე მოქალაქემ მიიღო, ორივე დოზით კი, 31 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები