ესტონეთში, ეპიდვითარების გაუარესების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ესტონეთის ჯანდაცვის საბჭომ, ეპიდვითარების გაუარესების ფონზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ამის შესახებ ERR წერს.

როგორც დეპარტამენტის უფროსმა, იულარ ლანომ თქვა, “ამჟამად, გეგმური მკურნალობის შეთავაზება დარღვეული არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ისევ იმ სიტუაციაში ვართ, როდესაც აუცილებელია კორონავირუსით დაავადებულთათვის საავადმყოფოებში დამატებითი საწოლების გამოყოფა.”

მისი თქმით, ამჟამად, საავადმყოფოებში ძირითადად აუცრელი პაციენტები ხვდებიან. როგორც აღინიშნება,  საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ხდება იმისთვის, რომ მოხდეს მეტი საწოლის გამოყოფა.

მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში კოვიდპაციენტთა რიცხვი 20 აგვისტოდან იმატებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები