“სპუტნიკის” შემქმნელებმა Pfizer-ს ბუსტერ დოზის ერთობლივი კვლევის ჩატარება შესთავაზეს

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა Pfizer-ს შესთავაზა ბუსტერ დოზის სახით “სპუტნიკ ლაითის” ერთობლივი კვლევის ჩატარება.

იგულისხმება, რომ პრეპარატს შეუყვანენ მათ, ვინც “ფაიზერის” ორივე დოზით იქნება აცრილი.

ფონდში ამბობენ, რომ ერთკომპონენტიანი Sputnik Light სპეციალურად შემუშავებულია, როგორც დამოუკიდებელი ვაქცინა, ასევე, გაძლიერების (ბუსტერ) მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები