არის თუ არა “იოტა” შტამი წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად გადამდები და მომაკვდინებელი- ჯანმო-ს განმარტება

შეერთებული შტატებიდან მიღებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის “იოტა” ვარიანტი არ იწვევს სერიოზულ დაავადებებს, – განაცხადა ბრიფინგზე ჯანმო-ს გადაუდებელი დაავადებების განყოფილების ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, მარია ვან კერხოვემ.

 

”ნიუ იორკიდან მიღებული წინასწარი მონაცემით, ეს ვარიანტი არ იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმას და არც ინფექციების უფრო სერიოზულ აფეთქებას იწვევს,” – თქვა მან.

 

მისი თქმით, “იოტა” შეერთებულ შტატებში გასული წლის ნოემბერში გამოვლინდა და განსაზღვრულია, როგორც ვარიანტი, რომელმაც ყურადღება მარტში მიიპყრო. მარია ვან კერხოვეს თქმით, ჯანმო-ს გააჩნია ამ ვარიანტის დაახლოებით 28 ათასი სრული გენომის თანმიმდევრობა, რომელთაგან 27 ათასზე მეტია შეერთებულ შტატებში.

 

მისივე თქმით, აშშ-ში ამჟამად “იოტა” ვერსიით ინფიცირების შემთხვევები იკლებს მაშინ, როდესაც “დელტა” შტამი ქვეყნის ტერიტორიაზე დომინირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები