აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების მკვეთრი ზრდაა

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 396 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

აღინიშნება, რომ ბოლო ერთ დღეში რესპუბლიკაში ვირუსს 11 პაციენტი შეეწირა, 674 გამოჯანმრთელდა.

აზერბაიჯანში პანდემიის დაწყებიდან 357 058 შემთხვევაა დადასტურებული, 336 445 გამოჯანმრთელდა, 5 095 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები